ნედ პრაისის შეფასებას გამოეხმაურა "ხალხის ძალა"-სწორედ ეს მოძრაობა არის ავტორი იმ კანონპროექტის, რომელსაც შტატები აკრიტიკებს და საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
ამასთან, პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი აცხადებს, რომ ეს არის ამერიკული კანონპრექტის ანალოგი, უბრალოდ საქართველოში მას აქვს შერბილებული სახე. როგორც ყაველაშვილი განმარტავს, "ხალხის ძალა" არავის არაფერს არ უზღუდავს, პირიქით ეს ხელს უწყობს გამჭვირვალობას და ღიაობას.
"რაც შეეხება კანონპროექტის არსს და იმას, რომ ეს კავშირში არ არის ამერიკის არსებულ კანონპროექტთან. მე რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს. ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამერიკულ კანონპროექტთან მიმართებაში, რამდენად შეესაბამებოდა ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა.
ჩვენ შეგვიძლია ფაქტებზე დაყრდნობით, ორივე კანონპროექტი წარვუდგინოთ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ ბევრად შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებაში, ჩვენი კანონპროექტი და ჩვენს საზოგადოებას შეუძლია თავად განსაჯოს.
ჩვენ არავის არაფერს არ ვუზღუდავთ, პირიქით აქ არის საუბარი დემოკრატიაზე გამჭვირვალობაზე. მე მიკვირს, რომ ხდება ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები,"-აცხადებს მიხეილ ყაველაშილი.