14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ეს კამპანია მალე მივა ესებუამდეც, ისეთი ტემპებით მიდიან კრიმინალების დაცვის მიმართულებით... სასჯელი უნდა იყოს აღსრულებული - ირაკლი კობახიძე "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაზე"

"ნიკა გვარამიას თავისუფლების" მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე- ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და დამნაშავეებმა სასჯელი უნდა მოიხადონ

"ვხედავთ, რომ ეს კამპანია ძალიან მალე მივა ესებუამდეც, ისეთი ტემპებით მიდიან კრიმინალების დაცვის მიმართულებით, რომ ბოლოს პოლიტიკურ კამპანიას წამოიწყებენ ბადრი ესებუას გასათავისუფლებლად. სირცხვილია ეს ყველაფერი, საქართველოში კანონი უნდა იყოს აღსრულებული, სასჯელი უნდა იყოს აღსრულებული, საქართველო არის სახელმწიფო, სამართლებრივი სახელმწიფო და ეს პრინციპები აუცილებლად იქნება დაცული," - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ რუსთავის ციხესთან განაცხადეს. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, გვარამიას გათავისუფლებას ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით გეგმავენ.

დღის ამბები