14 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" საკმაოდ მკაცრ პასუხებს არის სტრასბურგის სასამართლოსგან მიჩვეული, ყველა მათი წამოწყება უარყოფილი იქნა და ადეკვატური პასუხი იქნა გაცემული-დავით მათიკაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის განცხადებით, ბოლო პერიოდში "ნაცმოძრაობა" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საკმაოდ მკაცრ პასუხებს არის მიჩვეული.

ამასთან, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ადამიანის ევროპული სასამართლო ვერ შექმნის პრეცედენტს, რომელიც, ზოგადად, სასჯელის მოხდის პრინციპს ეწინააღმდეგება.

"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც არის გამოქვეყნებული იმის დასადასტურებლად, რომ ეს ადამიანი სიმულირებს და საკუთარი მდგომარეობა შეუსაბამოს იმ საზოგადოებაში არსებულ აზრს, მცდელობას, რომ თითქოს მას აწამებენ, ის არის ცუდად, ვერ გადაადგილდება და ა.შ. "ნაციონალური მოძრობა" საკმაოდ მკაცრ პასუხებს არის სტრასბურგის სასამართლოდან მიჩვეული, ეს ბოლო პერიოდია, ყველა მათი წამოწყება სამართლიანად უარყოფილი იქნა და ადეკვატური პასუხი იქნა გაცემული. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ისინი თავს იკავებენ გააღრმაონ ამ საქმის წარმოება და ცდილობენ ვითომ ექსპერტების, საქმეში ჩაუხედავი, მიკერძოებული ვაი ექსპერტების საშუალებით, არსებული რაღაც აზრით. როგორც საზოგადოებამ დაინახა, ბოლო გამოქვეყნებული კადრებიდან გამომდინარე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები