14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, ამ ეტაპზე მხოლოდ, თბილისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება- შალვა ხაჭაპურიძე 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

შალვა ხაჭაპურიძე, ჯერჯერობით, სტრასბურგში საქმის გასაჩივრებას არ განიხილავს.

"იმდენად დაუსაბუთებელი და უკანონო განჩინება გახლავთ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე იგი უნდა გასაჩივრდეს მხოლოდ თბილისი სააპელაციო სასამართლოში, ამის შემდეგ უკვე ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს დამოკიდებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვნახავთ, თუ მისი სიტუაცია მწვავე იქნება, რომელიც უკვე დაყოვნებასაც კი აღარ მოითმენს, მაშინ გამორიცხული არაფერი არ არის.

თუმცა ამ ეტაპზე ვასაჩივრებთ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში. ზოგადად, სტრასბურგი მოშიმშილე პატიმრებს ყოველთვის რეკომენდაციას აძლევს, რომ შეწყვიტონ შიმშილობა და სააკაშვილმა, მოგეხსენებათ, შეწყვიტა მაშინ შიმშილობა და ამ შემთხვევაში, რა რეკომენდაცია უნდა გასცეს სტრასბურგმა, რომ საკვები მიიღოს?! ვერ იღებს ეს ადამიანი იმ რაოდენობის საკვებს,"-აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

დღის ამბები