14 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ უთხრეს "ოცნებას", რომ თუ ეს ქვეყანა გადაუხვევს ევროპული ღირებულებების კურსს, მაშინ ამ ხელისუფლებას პრობლემა ექნება - ანა წითლიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციას ერთგვარ გაფრთხილებად აღიქვამენ - ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანა ევროპული ღირებულებების კურსს გადაუხვევს, კანდიდატის სტატუსის მიღება პრობლემად იქცევა.

"ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმით, რომ შენმა საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად უთხრეს რუსულ "ოცნებას", რომ თუ ეს ქვეყანა გადაუხვევს, რაც არაერთხელ უკვე გააკეთა ევროპული ღირებულებების კურსს, მაშინ ექნება ამ ხელისუფლებას პრობლემა და პრობლემა იქნება ასევე კანდიდატის სტატუსის მიღება," - განაცხადა ანა წითლიძემ.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ რეზოლუცია უნდა შესრულდეს ევროპარლამენტარებთან ერთად და ამასთან, საქართველოში დასავლეთთან ინტეგრაციაზე სერიოზული საუბარი უნდა დავიწყოთ.

"ქვეყანამ ეს რეზოლუცია უნდა გამოვიყენოთ როგორც უპირატესობა იმისთვის, რომ ევროკავშირთან წლის ბოლოს უფრო თამამად ვიყოთ. ვგულისხმობ იმას, რომ ეს რეზოლუცია უნდა შესრულდეს მათთან, ევროპელებთან ერთად და ამ რეზოლუციის შესრულებასთან ერთად უნდა დავიწყოთ საუბარი სერიოზულად საქართველოში დასავლეთთან ინტეგრაციაზე. ეს იქნებოდა სწორი გამოსავალი, მაგრამ მოლოდინი მაქვს იმისი, რომ ევროპელების დისკრედიტაცია წავა და დაიწყება ის კამპანია, რომ ევროკავშირის პარლამენტში ყველამ გააფრინა," - განაცხადა "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" დასავლეთში ყველანაირი ნდობა დაკარგული აქვს.

""ქართულ ოცნებას" ყველანაირი ნდობა აქვს დაკარგული დასავლეთში, რაც ასევე უმრავლესობის პრობლემაა. იმის ნაცვლად, რომ "ქართულ ოცნებას" დაეწყო სწორი კომუნიკაცია დასავლეთთან, აეხსნა საქმის არსი, ისევე როგორც აეღო პასუხისმგებლობა პაციენტ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ამის ნაცვლად ჩვენ ამის საწინააღმდეგო ქმედებებს როდესაც ვხედავთ, სწორედ ეს აშორებს საქართველოს დასავლეთთან," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.

რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა თავი შეიკავა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, ხოლო პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებს

დღის ამბები