14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
სოზარ სუბარი ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის საქმეზე: ასე თუ გაგრძელდება, მალე ევროპარლამენტში რეზოლუციებისთვის ხმის მიმცემი არავინ დარჩება

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის საქმეში კიდევ ორი ევროპარლამენტარი ფიგურირებს.

"ასე თუ გაგრძელდება, მალე ევროპარლამენტში რეზოლუციებისთვის ხმის მიმცემი არავინ დარჩება," - წერს სოზარ სუბარი.

ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის საქმეზე ეჭვმიტანილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. გამოცემა Politico-ს ცნობით, ბელგიური პოლიციის მიერ გაცემულ დაკავების ორდერში კიდევ ორი ევროპარლამენტარი ფიგურირებს.

დღის ამბები