14 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
გვაქვს ასეთი რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ამაზე მაშინდელ ხელისუფლებას აქვს ხელი მოწერილი - გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობის დეპუტატები ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანებიან- საუბარია აგვისტოს ომის მოვლენებსა და ევროსაბჭოს რეზოლუციაზე. უმრავლესობის დეპუტატებს აინტერესებთ, რატომ დათანხმდა ნაციონალური მოძრაობა ჩანაწერს, რომელიც ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ  ნაციონალური მოძრაობა ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

"2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით წერტილი დასვა სტრასბურგმა, რომელიც შემდეგ ჰააგამაც გაიზიარა. "ნაციონალური მოძრაობა" ორმაგი სტანდარტით მოქმედებს და მეორე ისინი სულ ცდილობენ თავიანთი დაშავებული სხვას გადააბრალონ,"- აცხადებს იონათამიშვილი. 

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რეზოლუციაში რაზეც წინა ხელისფულებას ხელი აქვს მოწერილი, ქართული მხარის ბრალეულობა იკვეთება. 

"ჩვენ არ გვინდა ამ ეტაპზე დეტალების განხილვა. ერთი რამ რაც თავის დროზე ითქვა, რაც პრეზიდენტმა თქვა სამწუხაროდ, რომ ქართული მხრიდან დაიწყო ცხინვალის დაბომბვა და ასევე სამწუხაროდ გვაქვს ასეთი რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქართულმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ამაზე მაშინდელ ხელისუფლებას აქვს ხელი მოწერილი,"- აცხადებს მაჭარაშვილი. 

დღის ამბები