აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზები ლეგიტიმური სამიზნეებია. მისი თქმით, აშშ უკრაინას მხარს უჭერს.
"ყირიმში არის დრონების ბაზა, სადაც ირანელების გადაცემულ დრონებს უშვებენ, იქ არის სამეთაურო და საკონტროლო ობიექტები, რომლებიც რუსეთის მიერ ტერიტორიის, მათ შორის სახმელეთო გასასვლელის კონტროლს უზრუნველყოფს, იქ არის მასობრივი სამხედრო ინსტალაციები, რომლებიც რუსეთმა მნიშვნელოვან ლოგისტიკურ წერტილად აქცია. ეს ლეგიტიმური სამიზნეებია, უკრაინას მათზე იერიშები მიაქვს და ჩვენ მხარს ვუჭერთ". – თქვა ვიქტორია ნულანდმა