14 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილის ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან - ამ შინაარსის წერილით რამდენიმე ევროპარლამენტარმა რობერტა მეცოლას მიმართა

იტალიელ პარლამენტართა ჯგუფმა, ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას, წერილით მიმართა, სადაც აღნიშნავენ, რომ მის თანათავმჯდომარეს, ევა კაილის, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვლენილი კორუფციული სკანდალის გამო დაპატიმრებულია, ბელგიის ციხეში არასათანადოდ ეპყრობიან. კონკრეტულად კი, როგორც წერილის ხელმომწერები აღნიშნავენ, ევა კაილის კამერაში ცივა, მას კი არ აძლევენ მეორე გადასაფარებელს, ასევე ევა კაილის არ ეძლევა მცირეწლოვან შვილთან შეხვედრის უფლება.

"ეს არ ეხება სასამართლო გამოძიებას, რომელსაც ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს. ეს ეხება დაკავების პირობებს, რომლებიც, თუ დადასტურდა, შეუთავსებელია ევროპულ კანონის უზენაესობასთან," - განუცხადა "ევრონიუსს" წერილის ერთ-ერთმა ავტორმა, ევროპარლამენტარმა მასიმილიანო სმერიგლიომ.

"ამიტომ ვთხოვთ პრეზიდენტ მეცოლას, მიიღოს შესაბამისი ზომები და გადაამოწმოს, არის თუ არა კაილის ადვოკატის ბრალდებები სიმართლე. ჩვენი დემოკრატიის ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვმართავთ ასეთ სიტუაციას," - აცხადებს იტალიელი ევროპარლამენტარი.

წყარო: euronews.com

დღის ამბები