მსოფლიო ლიდერები გერმანიაში - მიუნხენი უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. ცივილიზებული სამყარო ახლა ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობს და უკრაინისთვის დახმარების გზებს ეძებს.
გერმანიაშია საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები უკვე დაიწყო, დღეს კი საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში მიიღებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს.
"საქართელოს პრემიერ-მინისტრი პანელურ დისკუსიაში როდესაც მიიღებს მონაწილეობას, ისაუბრებს საქართველოს მოტივაციაზე. საუბარი როდესაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებას ეხება, საქართველოს აქვს განსაზღვრული, რომ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს. ჩვენ გვინდა პროექტები, რომელიც ევროკავშირთან დაგვაახლოვებს. პრემიერი გამართავს მნიშვნელოვან შეხვედრებს ევროპის ლიდერებთან," - აცხადებს დარჩიაშვილი.