"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი და მეცენატია, რომელიც განსაკუთრებული გონიერებით და სამშობლოს მიმართ თავგანწირვით გამოირჩევა.
"დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედს და მეცენატს, ძალიან მაგარ ქართველ კაცს, გამორჩეულს განსაკუთრებული გონიერებით, შორსმჭვრეტელობით და თავისი სამშობლოს მიმართ წარმოუდგენელი თავგანწირვით!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი 67 წლის გახდა.