14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
ასეთი ადამიანების გასვლა პარტიიდან, პარტიის ისედაც მძიმე პოლიტიკურ დონეს კიდევ უფრო ქვემოთ წევს - ირაკლი ქადაგიშვილი რომან გოცირიძის შესახებ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ რომან გოცირიძის გადაწყვეტილებამ "ნაციონალური მოძრაობის" ისედაც მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ქაქდაგიშვილი ვარაუდობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო დანაწევრდება. 

"თავის პოლიტიკური პოზიცია ერთია, მაგრამ მას გარკვეული ცოდნა, ინტელექტუალური რესურსი გააჩნია. გამომდინარე აქედან, ასეთი ადამიანების გასვლა პარტიიდან, პარტიის ისედაც მძიმე პოლიტიკურ დონეს კიდევ უფრო ქვემოთ წევს. რა ლიდერები ჰყავთ, როგორი ფარული მმართველობის ქვეშ იმყოფებიან, ჩრდილოვანი მმართველობის ქვეშ და აქედან გამომდინარე, ამან გამოიწვია პარტიაში მოვლენები, რომელიც ჯერ მათი ყრილობებით დაიწყო. უნდა ველოდოთ პარტიის შემდგომ დაქსაქსვას და ელექტორალურ დასუსტებას.

არც პოლიტიკური ხედვა აქვთ, არც ინტელექტუალური რესურსი და არც ტაქტიკა. გაჭედილი არიან მიხეილ სააკაშვილის პრობლემასა და თავიანთ გლობალურ პრობლემას შორის. სრულ გაურკვევლობაში არიან, რომ იტყვიან, კედლიდან კედელს ეხეთქებიან,” - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

"ნაციონალურ მოძრაობა" რომან გოცირიძემ დატოვა. დეპუტატმა გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ახსნა.

დღის ამბები