მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა დანიის პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით, უკრაინასთან ერთად მნიშვნელოვანია საქართველოზე და მოლდოვაზე ფიქრი.
"უნდა გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად, მაგრამ ამავე დროს არ დავივიწყოთ მოლდოვა, საქართველო და სხვა მეზობელი ქვეყნები. ასე რომ, როდესაც მეკითხებით, რა არის კიდევ გასაკეთებელი, ჩვენ მეტი უნდა დავხარჯოთ თავდაცვაზე. რა თქმა უნდა, ეს პირველია. მეტად უნდა დავეხმაროთ უკრაინას იარაღით, შემოწირულობებით და ეს სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო, მეტი დახმარება თავდაცვისთვის. უნდა ავაშენოთ ბევრად უფრო ძლიერი პარტნიორობა," - მეტე ფედერიქსენი.