14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
გეოპოლიტიკური გამოწვევები, გლობალური საკითხები, მომავლის ხედვა - მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა გერმანიაში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობს

მეორე დღეა მსოფლიო პოლიტიკური ელიტა გერმანიაშია. გეოპოლიტიკური გამოწვევები, გლობალური საკითხები, მომავლის ხედვა - ამ ყველაფერზე მსჯელობა წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

უსაფრთხოების კონფერენცია, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე მიმდინარეობს.

ევროპამ აღიარა, რომ 2008 და 2014 წლებში, როდესაც მოსკოვმა საქართველო და უკრაინა მიზანში ამოიღო, ცივილიზებულმა სამყარომ საფრთხეები ადეკვატურად ვერ შეაფასა.

ომიდან თითქმის ერთი წლის თავზე კი დასავლეთი იმაზე მეტად ერთიანია, ვიდრე ოდესმე და აანონსებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა, ყველა ასპექტში გაგრძელდება.

დღის ამბები