02 მაისი 2024,   10:44
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენს ერიკ სლოველს შეხვდა

ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი ამერიკელ კონგრესმენს ერიკ სლოველსაც შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები.

ხაზი გაესვა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან შტატების მნიშვნელოვან დახმარებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და შტატების მტკიცე მხარდაჭერას ამ მიმართულებით. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნირობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ქართულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ბოლო წლებში არაერთ რეზოლუციასა თუ საკანონმდებლო აქტის ინიცირებაში გამოიხატა.

დღის ამბები