"ნაციონალური მოძრაობის" გეგმების შესახებ პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. დიმიტრი შაშკინს კითხვა გუნდიდან წასულების შესახებ დაუსვეს.
შაშკინის თქმით, ეს ცოცხალი პროცესია და პარტიაში არ არის დაპირისპირება.
"არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჩვენა უმაღლესი დემოკრატიის სტანდარტი და თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პარტიას არამარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც, რომელმაც თავმჯდომარე აირჩია ონლაინ, პირდაპირი არჩევნებით. პარტია მუშაობს, თუ ვინმეს სურს გადავიდეს, ეს აბსოლუტურად ცოცხალი პროცესია, დატოვოს პარტია," - აცხადებს შაშკინი.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" რომან გოცირიძემ დატოვა და მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, დეპუტატი პარლამენტში რჩება.