"ნაციონალური მოძრაობის" აქციებზე კომენტარი გაკეთდა "ქართულ ოცნებაში" - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარტიას ხალხის მობილიზების და მნიშვნელოვანი საპროტესტო გამოსვლების რესურსი არ აქვს.
"ყველა ვხედავთ, რომ "ნაცმოძრაობას" არ აქვს არც ქუჩის რესურსი, არც არჩევნების რესურსი და ამას აქვს ერთი და იგივე მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის დაინახა ისიც, თუ როგორ უპირისპირდებოდა "ნაციონალური მოძრაობა" მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დღეს არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ არავითარი რესურსი ქუჩაში. 24-შიც დააანონსა "ნაცმოძრაობამ" აქცია, თუმცა იქაც იმავე სურათს ვიხილავთ," - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.