14 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
კანონპროექტი არ ითვალისწინებს არანაირ შეზღუდვას და აკრძალვას, მისი მთავარი არსი არის მეტი გამჭვირვალობა - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს გულისხმობს, ხელს შეუწყობს მეტ გამჭვირვალობას. მისივე თქმით, კანონპროექტი არ გულისხმობს არანაირი შეზღუდვას. 

"კანონპროექტი, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას, ყველა კანონპროექტში ეს უნდა იყოს მთავარი. ამ გაგებით, რა თქმა უნდა, მე მხარს ვუჭერ მეტ გამჭვირვალობას.

კანონპროექტი არ ითვალისწინებს არანაირ შეზღუდვას და აკრძალვას. კანონპროექტის არსი, რომ ისევე, როგორც სახელმწიფოში დაწყებული პოლიტიკური პარტიებიდან დამთავრებული სხვა დაწესებულებამდე, მათი საქმიანობა არის საჯარო," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები