14 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
ოპოზიციის ასეთი რეაქცია სხვა ეჭვებს იწვევს, ღიმილის მომგვრელიც არის, რომ ასეთი ერთიანობით შემოტევაა "ხალხის ძალაზე" და დამუნათება - მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" ერთ-ერთი დამფუძნებლის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოებისაკენ. 

მისივე თქმით, ოპოზიცია თავად აიგივებს აგენტს ჯაშუშთან. 

"პირველ რიგში ეს არის ჩვენი კონსტიტუციის, უსაფრთხოების, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, მათი საქმიანობის გამჭვირვალე პროცესი.  

ჩემდა გასაკვირად ასეთი რეაქცია სხვა ეჭვებს იწვევს. ღიმილის მომგვრელიც არის, რომ ასეთი ერთიანობით შემოტევა "ხალხის ძალაზე" და დამუნათება. თავად აიგივებენ, ე.ი. აგენტი იგივე ჯაშუშია და თავად აკეთებენ საკუთარი ორგანიზაციების და საკუთარი თავის დისკრედიტაციას. ჩვენ ეს საერთოდ არ გვიფიქრია," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი. 

დღის ამბები