"კარგია, რომ აქციები დაინიშნა, თუმცა არაშესაფერისი დღეა შერჩეული," - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ის მთავრობის ადმინისტრაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო გამოსვლას გამოეხმაურა.
გიული ალასანიას განცხადებით, შვილთან აქციების შესახებ არ უსაუბრია.
"ძალიან კარგია, რომ ეს დაინიშნა და კეთდება მსოფლიო მასშტაბით. ერთადერთი ის არის, რომ დღეა შერჩეული არაშესაფერისი, იმიტომ, რომ ორშაბათია და თან სამუშაო საათებია. ის ხალხი, ვინც აქედან გასულია, როგორც წესი მუშაობენ ამ დროს," - განაცხადა გიული ალასანიამ.