14 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
"კიდევ ბევრი აქ დიდი სიამოვნებით იქნებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ მოდის ან აღარ მოდის, ჩატეხილ ხიდებს სჭირდება აღდგენა" - ნიკა მელია ენმ-ის აქციაზე

მთავრობის ადმინისტრაციასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებაა.

ადგილზე პარტიის ახალი თავმჯდომარე არ გამოჩენილა. იგივე მოთხოვნით შეიკრიბნენ ბათუმშიც. პარტიის ინფორმაციით, საქართველოს გარდა, საპროტესტო აქცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია დაგეგმილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებით, ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ამ აქციას სიამოვნებით შეუერთდებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ამას აღარ აკეთებს. მისი თქმით, კონსოლიდაცია აუცილებელია.

"ახლა მე მაქვს ის ამოცანა, რაც აქვს აქ მყოფ თითოეულ ადამიანს. კიდევ ბევრი აქ დიდი სიამოვნებით იქნებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ მოდის ან აღარ მოდის, ჩატეხილ ხიდებს სჭირდება აღდგენა, საჭიროა კონსოლიდაცია. სამწუხაროდ, იდეური ერთობა უკანასკნელი თვეები განმავლობაში, სხვადასხვა პროცესების გამო არის მორღვეული. მე მიმაჩნია, რომ პარლამენტში საქმიანობა, ოღონდ აქტიური საქმიანობა არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ იქაც შეექმნას ხელისუფლებას დისკომფორტი და პარალელურად არავინ არავის ზღუდავს, იგივე ქუჩის დემონსტრაციებისგან. მე მიმაჩნია, რომ ან ხარ პარლამენტში და იქ იბრძვი, ან უარს ამბობს საპარლამენტო საქმიანობაზე," - განაცხადა მელიამ.

დღის ამბები