სენატორებს დილით უმასპინძლა პრეზიდენტმა - ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაცია, უკრაინის ომი და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა.
ამასთან, პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ქვეყანას მეორე უარი არ უნდა ეთქვას.
შეგახსენებთ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი იმყოფებიან.