ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი, ჯინ შაჰინი "ხალხის ძალის" მირ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციატივაზე სენატორი ამბობს, რომ წარდგენილი კანონპროექტი ამერიკულის მსგავსი არ არის.
"მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კანონის მსგავსი არ არის. ის რუსული კანონის მსგავსია. მსგავსი კანონი უნგრეთმაც მიიღო და ითქვა, რომ ეს არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების რეალიზებასთან,” - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
ავტორი: ანუკა ბუავა