14 ნოემბერი 2024,   21:13
ვრცლად
"ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

"ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

სხდომაზე საუბარი შეეხო პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში შევა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. განიხილეს ასევე მიგრაციის საკითხი.

უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ აღინიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის პრინციპებს მხარს უჭერს, დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

21 თებერვალს, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

22 თებერვლის სხდომაზე, განიხილავენ სხვადასხვა კანონპროექტებს და კომიტეტების ანგარიშებს მოისმენენ.

დღის ამბები