14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
"თავისუფლების მოძრაობის" წევრები ნიკა გვარამიას პატიმრობის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ

ნიკა გვარამიას "თავისუფლების მოძრაობის" წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილი შეიტანეს, სადაც ისინი ნიკა გვარამიას პატიმრობის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. მოძრაობის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ შეხვედრაზე უარს არ ეტყვის.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, თავად სურს პრეზიდენტს გააცნოს არგუმენტები, რომლებიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი უკანონოა და ქვეყანას დიდ საერთაშორისო ზიანს აყენებს.

"იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე უარს არ გვეტყვის. გვაქვს არგუმენტები რამდენად აზარალებს ნიკა გვარამიას პატიმრობა ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის პერსპექტივას, ამიტომ გვაქვს იმედი, რომ შეხვედრაზე ჩვენი არგუმენტები იქნება მოსმენილი, გაზიარებული და შეხვედრა შედგება," - განაცხადა ნიკა გვარამიას მეგობარმა გედევან ფოფხაძე.

 

დღის ამბები