17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
საინტერესო ჯამბაზია, ძალიან საინტერესო გასართობი სცენები გველოდება, მომავალში მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს - კახა კალაძე

თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნა - ლევან ხებეიშვილის განცხადებით, პარალელურად ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის ორგანიზაციის ოფისი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს.

საკითხს ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე და იმეორებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია. 

"თბილისშია კიდევ? არ შევარდნილა? საინტერესო ჯამბაზია, მე ვთქვი ამასთან დაკავშირებით როცა არჩევნები მიმდინარეობდა და მხარს ვუჭერდი, დღესაც მხარს ვუჭერ. დაველოდოთ, ძალიან საინტერესო გასართობი სცენები გველოდება, მომავალში მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს. მეგონა უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში და თურმე არ ყოფილა," - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები