14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
ყველას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესები, ერთმანეთს ჭამენ და ეს პროცესები გაგრძელდება, რაც კარგია, ვინაიდან ეს ასუსტებს "ნაცმოძრაობას" - ირაკლი კობახიძე

თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გაიხსნა - ლევან ხებეიშვილის განცხადებით, პარალელურად ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის ორგანიზაციის ოფისი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილის, კეზერაშვილის და ხაბეიშვილის ინტერესები განსხვავდება, რაც კიდევ უფრო გაამძლავრებს შიდა დაპირისპირებას "ნაცმოძრაობაში".

"ყველას თავისი ინტერესი აქვს - სააკაშვილს თავისი, კეზერაშვილს თავისი, ხაბეიშვილს თავისი ინტერესი აქვს და ეს ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. მაგალითად, ხაბეიშვილი უკვე ხვდება თანდათან, რომ არის ფორმალური თავმჯდომარე და იბრძოლებს იმისთვის, რომ მეტი ავტონომია ჰქონდეს კეზერაშვილისგან, რომელიც არის მისი დამფინანსებელი და მისი უფროსი, ან მერაბიშვილისგან მიიღოს მეტი ავტონომია და ა.შ. რისი რესურსი აქვს ხაბეიშვილს ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეს შიდა დაპირისპირებები კიდევ უფრო გაღრმავდება.

ცალკე არის სააკაშვილის ინტერესები. აქ არის სრული კოლიზია - ყველას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესები, ერთმანეთს ჭამენ და ეს პროცესები გაგრძელდება, რაც კარგია, ვინაიდან ეს ასუსტებს "ნაცმოძრაობას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები