14 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ვახტანგ გომელაური: მინდა შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას - NATO-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა

ვახტანგ გომელაური: მინდა შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას - NATO-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, სანაპირო დაცვის მიმართულებით გასული წელის მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.

"ვსაუბრობ სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ რეფორმაზე და აქვე მინდა შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს ოთხდონიანი შეფასება. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის - "ზღვის მცველის" ოპერაციული პარტნიორის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მან საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები