გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, სულ დამონტაჟებულია 6 230 ვიდეოკამერა, მათ შორის 1 949 ნომრის ამომცნობი და 4 281 ზოგადი ხედვის კამერა - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.
"2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით სულ დამონტაჟებულია 6 230 ვიდეოკამერა, მათ შორის 1 949 ნომრის ამომცნობი და 4 281 ზოგადი ხედვის კამერა. საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე სულ ამოქმედებულია სიჩქარის კონტროლის 377 სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 1 493 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი. კომპლექსური აქტივობების შედეგად, აღსანიშნავია ბოლო წლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა კლების ტენდენცია," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.