14 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ახლად არჩეული თავმჯდომარე ერთს ამბობს, ყოფილი ფრაქციის თავმჯდომარე მეორეს, გენერალური მდივანი მესამეს - გურამ მაჭარაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვაში შესაძლო ჩართვას ეხმაურება.

მაჭარაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიდგომა არასერიოზულია.

"ასეთი არასერიოზულობით ხალხს როცა გააცნობ თავს, ბუნებრივია რომ მერე მხარდაჭერას აღარ უნდა ელოდო. ახლადარჩეული თავმჯდომარე ერთს ამბობს, ყოფილი ფრაქციის თავმჯდომარე მეორეს, გენ.მდივანი მესამეს ამბობს. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, ბოიკოტი რას გამოუცხადეს, აბა რა ეგონათ, ჩვენ აქ კანონებს ვიხილავდით და მე ვფიქრობდი რომ კანონების განხილვას გამოუცხადეს ბოიკოტი," - აცხადებს მაჭარაშვილი.

დღის ამბები