"დასავლეთმა ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო, ინფორმაციული და ეკონომიკური ომი წამოიწყო - ვერაფერს გახდნენ და ვერც გახდებიან," - ამის შესახებ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პუტინი უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე პასუხისმგებლობას, დასავლეთს აკისრებს.
პუტინის განცხადებით, რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია, რის გამოც დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმას ახორციელებს.
"უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტას ეკისრება და რა თქმა უნდა, კიევის ამჟამინდელ რეჟიმს, რომელიც არა ეროვნული, არამედ მესამე ქვეყნების ინტერესით მოქმედებს. დასავლეთი არ მალავს თავის მიზნებს - ესაა რუსეთის სტრატეგიული მარცხი. ეს ნიშნავს ჩვენს ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას, ადგილობრივი კონფლიქტის გლობალურ დაპირისპირებაში გადაქცევას. ჩვენ ზუსტად ასე გვესმის და შესაბამის რეაგირება გვექნება, რადგან საქმე ეხება ჩვენს არსებობას, თუმცა ამასთან შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე ვერ დამარცხდება. ერთი გარემოება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს - რაც უფრო მეტ შორი რადიუსის სისტემებს მიაწოდებენ უკრაინას, მით უფრო მეტად გავხდებით იძულებული, შორს გავწიოთ საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან. დასავლეთმა ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო, ინფორმაციული და ეკონომიკური ომი წამოიწყო - ვერაფერს გახდნენ და ვერც გახდებიან," - განაცხადა პუტინმა.