დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემცირებული მონაცემები და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის სტატისტიკა - ქვეყნის პირველმა პოლიციელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა სწორედ ამ საკითხებზე საუბრით დაიწყო. ვახტანგ გომელაურმა "მინისტრის საათის" ფორმატში 2022 წელის მუშაობა შეაჯამა.
კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა უწყებისთვის მნიშვნელოვანია დაგეგმილი და განხორცილებული რეფორმები. ამ მხრივ აქცენტი გაკეთდა კრიმინალური პოლიციიის რეფორმასა და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტზე. სისტემის გამართულად მუშაობისა და დანაშაულზე ოპერატიული რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრიორიტეტებს შორის განსაზღვრა სისტემის სპეციალური ტექნიკით აღჭურვა, განახლდა ავტოპარკი. მთავრობასთან კოორდინაციით სამინისტრო საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციებისთვის 3 შვეულმფრენს შეისყიდის.
ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრის სიტყვით გამოსვლას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა.მათი შეკითხვები კი ძირითადად რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირების სტატისტიკურ მონაცემებს ეხებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბოლო 2 წელთან შედარებით რუსეთიდან შემოსვლის მსრუვლეთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამავე დროს დიდია იგივე პირების მხრიდან საქართველოდან გასვლის მაჩვენებელიც.
შეკითხვების ნაწილი არასრულწლოვანთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს და მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებითაც დაისვა.
ძალოვანი უწყების თანამშრომელთა ხელფასები, "პოლიციის ქალაქის" მშენებლობა და აღჭურვილობის განახლება- გომელაური ამ საკითხებს პრიორიტეტებს შორის ასახელებს.
საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი პირველია აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მივიდა.