ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის შესახებ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან ერთად გაიმართა, მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს ელჩმა გახსნა.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველო-რუმინეთს შორის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის როლს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აშშ-ში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგო დიპლომატიის ოფისის ხელმძღვანელი სენეკა ჯონსონი.