14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"2 წლისთვის შთამბეჭდავი იყო ეკონომიკური შედეგები, რომელიც ქვეყანამ აჩვენა" - ლევან დავითაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდის საქმიანობას აფასებს

"ძალიან ბევრი მიმართულებით ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, მართლა შთამბეჭდავი იყო 2 წლისთვის ეკონომიკური შედეგები, რომელიც ქვეყანამ აჩვენა,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ლევან დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა 2 წლის განმავლობაში იყო ინფლაცია. 

"მთავარი გამოწვევა ამ 2 წლის განმავლობაში ინფლაცია იყო. ჩვენ ძალიან მაღალი - 2 ნიშნა ინფლაცია გვქონდა, თუმცა ეს ინფლაცია იყო საყოველთაოდ, მთელ მსოფლიოში. საქართველოში ინფლაცია 2022 წლის განმავლობაში ძალიან ახლოს იყო ევროზონის ინფლაციასთან. ამის მიუხედავად, ჩვენ 2023 წელს მოვახერხეთ ინფლაციის 10 პროცენტზე ქვემოთ ჩამოყვანა, ბოლო მონაცემებით, ინფლაცია არის 9,4%, ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია კიდევ უფრო დაიკლებს.

რაც შეეხება მიღწევებს, ეს საკმაოდ ბევრია და დრო ალბათ საკმაოდ ცოტა გვაქვს იმისთვის, რომ ვისაუბროთ, 2 წლის განმავლობაში ეკონომიკაში რა შეიცვალა პრემიერ ღარიბაშვილის მოღვაწეობის დროს. ჩვენ მშპ-სთან მიმართებაში საგარეო ვალი 60%-ს აჭარბებდა, ბიუჯეტის დეფიციტი იყო დაახლოებით 9%, 2 წლის განმავლობაში მოხდა ბიუჯეტის კონსოლიდაცია და 3%-მდე ჩამოვიდა ბიუჯეტის დეფიციტი და 2023-ში უკვე დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის 3%-ზე ქვემოთ დაყვანა. ასევე, მშპ-სთან მიმართებაში ვალი 40%-ზე დაბლა ჩამოვიდა, 38% გახდა, ანუ ქვეყანა მაკროეკონომიკურად სრულად გაჯანსაღდა. ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, ტურიზმის აღდგენა მოხდა, რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ 2022 წელს. ასე რომ ძალიან ბევრი მიმართულებით ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა. მართლა შთამბეჭდავი იყო 2 წლისთვის ეკონომიკური შედეგები, რომელიც ქვეყანამ აჩვენა " - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები