14 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ჩემი სიმპათია იხრება იმ პროექტზე, სადაც ადამიანის უფლებების სტანდარტი უფრო მაღალ დონეზე არის დაცული - რატი იონათამიშვილი "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტზე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ინიციატივა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია."ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მისთვის მისაღები ის კანონპროექტია, რომელშიც ადამიანის უფლებები უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული.

"2 ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც დღეს არის პარლამენტში დარეგისტრირებული, ცხადია, ჩემი სიმპათია იხრება იმ პროექტზე, სადაც ადამიანის უფლებები სტანდარტი უფრო მაღალ დონეზე არის დაცული და არ არის ხისტი მიდგომები სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა მე მესმის ის მოტივაცია, რაც გააჩნდა ამ შემთხვევაში "ხალხის ძალას", ვინაიდან მათ ფაქტობრივად დააბრალეს, რომ ამერიკული კანონი არის არა ამერიკული, არამედ რუსული კანონი და სინამდვილეში "ხალხის ძალას" კი არა ამერიკას დააბრალეს, რომ იქ მოქმედებს თურმე რუსული კანონი, რაც სრული აბსურდია. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკური არის ჩვენ საპარლამენტო დისკუსიების ფორმატში განვიხილოთ თითოეული ინიციატივა და ჩვენი არგუმენტირებული პოზიციებით წარვდგეთ," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები