14 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო ავანტიურა" - რას აცხადებს გიული ალასანია გორდონთან ინტერვიუში

"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო ავანტიურა, რომელსაც ხშირად სირთულეები ახლდა მაგრამ გამოსავალს ვპოულობდით, თუმცა ახლა რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით" - ამის შესახებ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს.

ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის საქმესა და ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლაზე უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვეულებრივ, მისთვის ავანტიურები კარგად სრულდებოდა. მართალია ის სირთულეებს გადიოდა, მაგრამ როგორღაც მდგომარეობიდან გამოსვლას ყოველთვის ახერხებდა. ამ შემთხვევაში ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რთული შედეგის წინაშე. მე მასთან კიევში ხშირად ჩავდიოდი. ბოლო დღეს, როდესაც მე იქ მივედი, ერთად დაბრუნებას ვაპირებდით. ჩემი ძმა ნიუ-იორკიდან დაბრუნდა, ორივე მასთან საუბარს ვაპირებდით, მაგრამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ სიტყვის თქმის საშუალებაც არ მოგვცა, სადღაც გაუჩინარდა, ბოლოს კი ეს ფოტოები გამოჩნდა. გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა," - ამბობს გიული ალასანია ინტერვიუში.

თავის მხრივ, გადაცემაში დიმიტრი გორდონმა თქვა, რომ სააკაშვილს საქართველოში წამოსვლამდე კითხა შესაძლო დაკავების შესახებაც, ყოფილმა პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ის რევოლუციონერია და ყველაფრისთვის მზად არის.

"მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ალბათ არავისთვის მომიყოლია. საქართველოში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გვითხრა, რომ წასვლას აპირებდა და მე ვუთხარი ეს როგორ შეიძლება, შესაძლოა დაგაკავონ. მან მითხრა, რომ შეიძლება მომკლან კიდეც მაგრამ მე რევოლუციონერი ვარ და მუდამ მზად ვარ დაპატიმრებისთვის," - იხსენებს ჟურნალისტი.

 

დღის ამბები