14 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება პროცესში ჩაერთოს, შემოგვთავაზოს მისი ხედვები, ეს არის დემოკრატიული პროცესი - მიხეილ ყაველაშვილი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი პარლამენტში უკვე დარეგისტირებულია. მასზე კანონმდებლები ორშაბათს ბიუროზე იმსჯელებენ. "ხალხის ძალის" განმარტებით, დოკუმენტი ამერიკაში მოქმედი კანონის ზუსტი ანალოგია.  

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს საშუალება აქვს განხილვის პროცესი ჩაერთოს და საკუთარი ხედვები გაუზიარონ. 

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ საკუთარი აზრის გამოხატვა დემოკრატიული პროცესების ნაწილია. 

"დილით ალბათ ერთიან მესიჯს იღებენ და ამით ხელმძღვანელობენ შემდეგ. პირდაპირ, ყველა ჩვენ კანონს არქმევს რუსულს. ყურში უნდა ხვდებოდეს საზოგადოებას, რომ ეს არის რუსული კანონი. ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება, რომ ამ პროცესში ჩაერთოს, შემოგვთავაზოს მისი ხედვები, რა არ მოსწონს სამართლებრივად, რას შეცვლიდა, როგორ მივუსადაგოთ ჩვენს რეალობას და ა.შ. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ჯანსაღი პროცესი. მაგრამ, დღეს გამოდიან, ბრიფინგებს ატარებენ, რომ განხილვაშიც კი არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს რუსულია. და რომ ვეკითხებით, დამისახელეთ აბა რომელ პუნქტში არის რუსული? ამაში არ შემოდიან. გვაქვს გარშემორტყმული სხვადასხვა სახელმწიფოები და სხვადასხვა სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება საქართველოში," - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები