18 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის გამარჯვება ავტომატურად ნიშნავს ჩვენს გამარჯვებას - მიხეილ დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ საქართველოს უკრაინისთვის ბევრად მეტი დახმარება უნდა გაეწია, ვიდრე გაუწია. მისი შეფასებით, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.

"უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის გამარჯვება ავტომატურად ნიშნავს ჩვენს გამარჯვებას. საქართველოს შეეძლო მეტი ჰუმანიტარული მხარდაჭერა გაეწია უკრაინისთვის და ამაში არ იგულისხმება მხოლოდ რაღაც ტვირთის გაგზავნა. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ საქართველოს რეალურად რაც უნდა გაეკეთებინა, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა და ეს ვერ დავინახეთ ჩვენ სათანადოდ," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, მთავრობას უკრაინისთვის პოლიტიკური განცხადებების ნაწილში ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო, ვიდრე გააკეთა.

დღის ამბები