უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ვუსურვებ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველომ ყველა პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა არაერთხელ გააჟღერა.
"პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი. ვუსურვებ მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას. რაც შეეხება მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა გაჟღერდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული," - განაცხადა კახა კალაძემ.
"ქართული ოცნების" წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ომის დაწყების პირველივე დღის საქართველო უკრაინის გვერდით დგას და ყველა ფორუმსა თუ რეზოლუციაში, ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერისთვის საკუთარი როლი შეიტანა.