14 ნოემბერი 2024,   21:15
ვრცლად
პრეზიდენტის ვეტო ჰგავს პოლიტიკურ ჭრილში საკითხის განხილვის მცდელობას, საუბარი, რომ კანონის ადამიანებზე მორგება ხდება, უსაფუძვლოა - მიხეილ სარჯვალაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებაზე დისკუსია იქნება.

მისივე თქმით, განხილვისას გამოჩნდება, რა შეიძლება, იყოს ვეტოს მიზეზი.

გარდა ამისა, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, უსაფუძვლოა საუბარი, რომ კანონის ადამიანებზე მორგება ხდება.

"პრეზიდენტის განცხადებაში გამოჩნდა, რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი საკუთრივ პრობლემის არსებობაში პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შინაარს ეთანხმება, მაგრამ გადაწყვეტის გზებზე შეიძლება, განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს. ვეტო-ს განხილვისას გამოჩნდება, რა შეიძლება იყოს ვეტოს მიზეზი. საჭიროება რატომ იყო ვეტოსი? ეს ჰგავს პოლიტიკურ ჭრილში ამ საკითხის განხილვის მცდელობას მაშინ, როცა საკითხი დარეგულირებას საჭიროებს. საკითხს რომ გადაწყვეტა სჭირდება, მგონი, ამაზე კითხვა არავის აქვს. აქედან გამომდინარე საუბარი, რომ ადამიანებზე მორგება ხდება, უსაფუძვლოა. ზედმეტად პოლიტიზებული ნაწილია, რომ ეს ყველაფერი ნათია თურნავასთვის მზადდება. ნათია თურნავა იქნება თუ არა, არ მგონია, რომ ამის მიხედვით უნდა წყდებოდეს კანონი. კანონი უნდა იყოს გამართული ლოგიკურად, სამართლებრივად, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ეს შემდეგ ვისთვის გააჩენს შესაძლებლობას, მეორეხარისხოვანია," – განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები