14 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
პრეზიდენტის ვეტო ძალიან სწორი და დროულია - ალექსანდრე რაქვიაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ"კანონში ცვლილებებზე

პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ"კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. პრეზიდენტი აცხადებს რომ ახალი კანონი არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია. ის იმედოვნებს, რომ კანონმდებლები ვეტოს არ დაძლევენ.

პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო მისაღები და სწორია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა კანონი ყოფილ ეკონომიკის მინისტრს დაუკავშირდა და ივარაუდა, რომ მიზანი ნათია თურნავას ეროვნული ბანკის დროებით მმართველად დანიშვნა იყო.

"პრეზიდენტის ვეტო ძალიან სწორი და დროულია, ძალიან კარგი რომ ეს ვეტო დაედო, იმიტომ, რომ არ შეიძლება კანონები ვწეროთ რომელიღაცა კონკრეტული ადამიანის სასარგებლოდ, თუნდაც ეს ნათია თურნავა იყოს. ეროვნული ბანკი იმდენად მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რომ ელემენტარული პატივისცემა უნდა იყოს წესრიგის მიმართ და კანონებს უბრალოდ აქეთ-იქით რომ ვცვლით, რომ 2 კვირაში ერთი ვიცე-პრეზიდენტი დავნიშნოთ და მერე მეორე, ასე კანონები არ იწერება," - განაცხადა "გირჩის"  წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"ლელოს" წევრის, დავით უსუფაშვილის შეფასებით კი, "საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო საქართველოს პრეზიდენტობა, "ეროვნული ბანკის შესახებ"კანონში შეტანილია ყოვლად მიუღებელი და გაუგონარი ცვლილებები.

თუმცა, კანონის პერსონიზების მცდელობას გამორიცხავს "ქართლი ოცნება" - მმართველი გუნდი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან დასაბუთებას ელოდება.

დღის ამბები