ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ექსპერტი წერს, რომ უკრაინელი დიპლომატის კრიტიკა დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ტემპერატურის აწევას ემსახურება.
"ნაცმოძრაობის და რუბლოვნა ხოშტარიას დაძახებულზე რომ ხალხი არ მიდის აქციაზე, ამით უკიდურესად გაღიზიანებული ადამიანის განცხადებაა სიტუაციის ოდნავ მაინც ასადუღებლად, თან აქციის დღეს," - მიიჩნევს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
ანდრეი კასიანოვმა დღეს საქართველის სახელისუყფლებო გუნდი გააკრიტიკა და თქვა: "ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.