14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება" - რატი იონათამიშვილი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება.

"ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება. დღეს პროვიკაციების მთელი კასკადი ვნახეთ. ფაქტია, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს. როგორი ბინძური პროვოკაციაც არ უნდა იყოს, ამას არასოდეს ავყვებით," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის წარმომადგენლის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე".

დღის ამბები