ნატო-საქართველოს საპარლამენტო საბჭოს სხდომა დასრულდა. ქართულ დელეგაციას შეხვედრები ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესა და ალიანსის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მუდმივ მოქმედ წარმომადგენელთან ჰქონდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობას, ქვეყნის ინტეგრაციას ალიანსში და ასევე იმას, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ვიზიტი ჩვენი პოლიტიკოსების, სადაც უმაღლეს დონეზე, შეიძლება ითქვას, შედგა შეხვედრები ნატოს ხელმძღვანელებთან. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ურყევი, შეუქცევადი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, საქართველოს აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციონალური დატვირთვა და კიდევ უფრო იზრდება როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური ჰაბის პერსპექტივის თვალსაზრისით,“ - აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ვიქტორ დოლიძე.