14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
მნიშვნელოვანია, უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი, იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კასიანოვს გაესაუბრება - შალვა პაპუაშვილი

უკრაინას საქართველოში უნდა წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი, იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კასიანოვს გაესაუბრება, – ამ განცხახებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება. საუბარია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ  მმართველი გუნდის "ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ინტერესებს".  

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ნაწილი და უკრაინაში გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო გადაკიდონ.

"მე გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადას ხელმძღვანელთან, მივიღე მადლობა მისი მხრიდან, ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რასაც მე ვაფასებ. უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ გადაკიდონ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, მაგრამ მე მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავამტკიცეთ", – განაცხადა პაპუაშვილმა. 

 

 

დღის ამბები