14 ნოემბერი 2024,   21:14
ვრცლად
იუნკერების სახით გვყავს სამაგალითო ხალხი - დავით უსუაფაშვილი

კოჯორში, გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა. ადგილზე პოლიტიკოსები მიდიან. ისინი ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

"იუნკერების გმირობა, სამწუხაროდ, შემდგომ ათწლეულების განმავლობაში, გადაფარა საბჭოთა იმპერიამ, რუსულმა ბატონობამ ამ ქვეყანაში. დღეს ჩვენ მათი სახით გვყავს სამაგალითო ხალხი და სწორება მათ ღირსებაზე, ვაჟკაცობაზე. ამ ახალგაზრდებმა და მათ, ვინც ამ ახალგაზრდებს წინ მიუძღვოდა, იცოდნენ, რომ მტერს ებრძოდნენ, მტერთან აუცილებელია მტკიცედ დახვედრა," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ცნობისთვის, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

 

 

დღის ამბები