14 ნოემბერი 2024,   21:11
ვრცლად
პრობლემა არის ის, რომ 99%-ს არ აქვს კანონპროექტი წაკითხული, ვინც წაიკითხა, მას უკვე კითხვის ნიშნები აღარ აქვს - გურამ მაჭარაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"  კანონპროექტზე ერთ-ერთი ინციატორი გურამ მაჭარაშვილი კიდევ ერთხელ განმარტებებს აკეთებს.

მისი შეფასებით, ინიციატივა არანაირ აკრძალვებს არ აწესებს. 

"პრობლემა არის ის, რომ 99%-ს არ აქვს კანონპროექტი წაკითხული. ვინც წაიკითხა, მას უკვე კითხვის ნიშნები აღარ აქვს, იმიტომ რომ პირველ მუხლში პირდაპირ წერია, არამხოლოდ არ არის იქ არანაირი შეზღუდვა, არამედ ეს კანონი არ აწესებს არანაირ აკრძალვებს აიპებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მას შემდგომ, რაც ჩვენ მეორე კანონი დავაინიცირეთ, სუფთა ერთი-ერთში ამერიკული ვარიანტი, ეს იმ მიზნით გავაკეთეთ ზუსტად, რომ ყველას დაენახა, რა სხვაობაა და რა მსგავსებაა, ჩვენს მიერ პირველ ჯერზე დაინიცირებულ კანონპროექტსა და სუფთა ამერიკულ კანონპროექტს შორის," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. 

ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

დღის ამბები