14 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
"გამჭვირვალე მმართველობა და ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია"-დავით სერგეენკო "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტზე

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტზე წინასწარი პროგნოზისგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თავს იკავებს,თუმცა დავით სერგეენკო განმარტავს, რომ გამჭვირვალე მმართველობა და ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,

"გასაოცარია, რატომ მოჰყვება ამას წინასწარი შეფასებები და წინასწარი დაღების დასმა. გამჭვირვალე მმართველობა და ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ კანონს, ყველას გვექნება იმის საშუალება, რომ მოვისმინოთ, კითხვები დავსვათ და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის ამერიკული ვერსია, კოპირებული ამერიკაში დღესაც მოქმედი კანონმდებლობიდან. ასე რომ, ღია განხილვა ამა თუ იმ კანონპროექტის და არა წინასწარ სტიგმატიზაცია რომელიმე მისი ვერსიის, არის ერთადერთი სწორი გზა,"-აცხადებს დავით სერგეენკო. 

დღის ამბები