საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონს გულისხმობს, მხარს არ დაუჭერს.
"ეს კანონი საქართველოს პარლამენტში არ უნდა გავიდეს, ეს არის ღირსების საკითხი. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, რომ ასეთი ამაზრზენი, ასეთი ანტიეროვნული არე უნდა გავიდეს ქართულ პარლამენტში და მე როგორც ერთ დეპუტატს რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ,"-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.