14 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ნებისმიერი სახის დაბნეულობის შემოტანას, რომელსაც ცდილობს ახლა "ოცნება", არის მხოლოდ დროის გაყვანის, ან ყურადღების გადატანის მცდელობა- ხატია დეკანოიძე

 საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მმართველი ძალის განცხადებები არის მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობა. 

ამასთან, ხატია დეკანოიძე კოლეგებს ურჩევს, რომ ვენეციის კომისიის უკვე გამოტანილი დასკვნები, რომლებიც რუსულ და უკრაინულ კანონმდებლობას ეხება, გადაიკითხონ. 

"ნებისმიერი სახის დაბნეულობის შემოტანას, რომელსაც ცდილობს ახლა "ქართული ოცნება", არის მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანის, ან ყურადღების გადატანის მცდელობა. იმიტომ, რომ ვენეციის კომისიას დასკვნები გაცემული აქვს, მათ შორის რუსულ კანონმდებლობასთან მიმართებაში, ასევე უნგრულ კანონმდებლობასთან მიმართებაში. ამიტომ ვენეციის კომისიის დასკვნები, შეუძლიათ ამოიღონ და წაიკითხონ. შესაბამისად ეს დროის გაყვანის მექანიზმი აქ არ იმოქმედებს,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები